19 | 08 | 2018

500-ზე მეტმა ადამიანმა უფასო გამოკვლევა ჩაიტარა

დასრულდა უფასო სამედიცინო გასინჯვები. უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის) ექიმებმა ლანჩხუთში 500-ზე მეტი მოქალაქე გასინჯეს. მათ შესაბამისი კონსულტაცია გაეწიათ. ლანჩხუთში უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ოთხი ექიმი სპეციალისტი (მაკა ეგუტიძე -ონკო-ქირურგი, მამოლოგი; თამარ ცინცაძე -ონკო-გინეკოლოგი; გიორგი კოჩალიძე- ონკო-ქირურგი; ) და ექოსკოპისტი (ეთერ რევაზიშვილი) იმყოფებოდნენ. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა მიეღო მამოლოგის, ონკო- გინეკოლოგისა და ონკო-ქირურგის კონსულტაციები, ძუძუს, საშვილოსნოს, ძვლების,კანის, რბილიქსოვილების, მუცლის ღრუს, უროლოგიურ, თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების თაობაზე. 17-18 თებერვალს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი სტუმრობდა. „-მინდა მადლობა გადავუხადო ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრს, მის ხელმძღანელს, ბატონ რემა ღვამიჩავას თანადგომისთვის, თანამშრომლობისა და იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც ის იჩენს ლანჩხუთელების მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარებაა. კიდევ ერთხელ, გმადლობთ თქვენ და თქვენს დიდ გუნდს ამისთვის“ _განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 5 ადამიანი, მომღიმარი, ხალხი დგას

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია