17 | 12 | 2018

ელექტრონული პორტალის (IChange.gov.ge) შესახებ პრეზენტაცია

დღეს სხდომათა დარბაზში ,,ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით ,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერ, ალექსანდრე სარიშვილთან და საჯარო მოხელეებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გოგიჩაიშვილმა ელექტრონული პორტალის (IChange.gov.ge) შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. ელექტრონული პორტალის შექმნისა და მისით სარგებლობის წესები საქართველოს მთავრობამ დადგენილებით 2017 წლის მაისში დაამტკიცა. აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავს მოქალაქეების მიერ საქართველოს მთავრობისათვის ელექტრონული პეტიციების წარდგენის, მიღებისა და განხილვის წესებს და პროცედურებს. ელექტრონული პეტიციის ინიცირების და მასზე ხელმოწერის უფლება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ელექტრონული პეტიცია გულისხმობს IChange.gov.ge პორტალის მეშვეობით საქართველოს მთავრობისგან რეაგირების მოთხოვნას. შესაბამისი კომისიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით, ელექტრონული პეტიცია შეიძლება განხილულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე. პრეზენტაციის დასრლების შემდეგ დისკუსია გაიმართა,საჯარო მოხელეებმა ინიციატივა გამოთქვეს, რომ ელექტრონული პეტიცია მაწანწალა და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარის მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხზე დარეგისტრირდეს.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტისურათი შეიძლება შეიცავდეს: 7 ადამიანი, ადამიანები სხედან და შიდა ხედი

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია