26 | 05 | 2018

საკრებულოში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს შეხვდა, მათ საჭიროებებს ბიუროს წევრებთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.

მოქალაქეებმა თავმჯდომარეს ძირითადად სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.

როგორც ბესიკ ტაბიძემ აღნიშნა, მათ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და განცხადების საფუძველზე, დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში გაეწევათ. ხოლო რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, შესაბამის კომისიასთან ერთად ადგილზე მოინახულებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა