19 | 11 | 2018

სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სახლის სახურავები

გასული წლის 15-16 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 64 ოჯახს სახლის სახურავები და სხვა სახის საამშენებლო მასალა ეტაპობრივად გადაეცემა. ამავე დროს დაიხურება ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობა და ჩიბათის საბავშვო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოინახულეს. „-მადლობას გიხდით დახმარებისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია. გმადლობთ, რომ ჩვენი გასაჭირი გულთან მიიტანეთ“ -განაცხადეს ადგილობრივებმა. ბიუჯეტიდან საამისოდ 271 741 ლარი გაიცა. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სახლის სახურავის უზრუნველსაყოფად საჭირო საამშენებლო მასალები შპს „მოდუსმა“ შემოიტანა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, ხალხი დგას, ხე, ღია ცის ქვეშ და ბუნება

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია