16 | 08 | 2018

ადგილობრივი ხელისუფლება სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი გვარჯალაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ემზარ თევდორაძე, მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე მოსახლეობამ აღნიშნა, ორ წელზე მეტია წყლის პრობლემა აწუხებთ. დაზიანებულია წყლის მილები, რის გამოც 20 ოჯახს ტექნიკური წყალი აღარ მიეწოდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ დახმარება აღუთქვეს. ,,გამოიცვლება დაზიანებული მილები, რის შემდეგაც მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება. აღნიშნულ პრობლემას უახლოეს პერიოდში მოვაგვარებთ“, აღნიშნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, ხალხი დგას, ხე და ღია ცის ქვეშ

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია