20 | 04 | 2018

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრე მახათაძე თავმჯდომარეობდა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორცხიელებელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ განმარტა,რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო სულ 1264761 ლარი. მათ შორის: სახელმწიფო ფონდი შეადგენს 1201522 ლარს, თანადაფინანსება - 63239 ლარს. 
საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შსს-ს პროექტის- "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში, ხორციელდება ზოგადი ხედვის კამერების (10 ერთეული) და კვების ბლოკების (შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა 11530 ლარი. დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ზრდით.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა