დაზარალებული მოსახლეობა სახლის სახურავით უზრუნველყოფილია

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 17:21

გასული წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის სახურავებისა და საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მოხდება ოჯახების უზუნველყოფა. ამ დროისთვის სახურავები უკვე გადაეცა ქალაქ ლანჩხუთის, ჯურუყვეთისა და ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. დღესვე იგეგმება სამშენებლო მასალების გვიმბალაურისა და ნიგვზაინის მოსახლეობისთვის გადაცემა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ლანჩხუთში დაზარალებული მოსახლობა მოინახულეს. აღსანიშნავია, რომ სახლის სახურავი საჭირო სამსენებლო მასალებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 78 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა, რისთვისაც 271 741 ლარი იქნა გამოყოფილი. საჭირო სამშენებლო მასალები შ.პ.ს. „მოდუსმა“ შემოიტანა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დგომა, ფეხსაცმელი და ღია ცის ქვეშ