14 | 12 | 2019

ლანჩხუთის „გურია“ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს

საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა  თასის გათამაშება მინიფეხბურთში. შეჯიბრში მოყვარულ ფეხბურთელთა 1300-მდე გუნდი მონაწილეობს. ტურნირი 3 ეტაპად იმართება. პირველ და მეორე ეტაპზე საუკეთესოები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე უკვე გამოვლინდნენ.

რეგიონულ ტურნირს ოზურგეთის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ლანჩხუთელებმა აძაბულ ბრძოლაში ოზურგეთის გუნდი 2:1 დაამარცხეს. ფინალში კი ლანჩხუთმა ჩოხატაურის გუნდს ანგარიშით 3:1 მოუგო. ბურთები გაიტანეს ირაკლი ფაცურია (2) და კახა ებრალიძემ. ჩვენი ფეხბურთელები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბათუმში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური ტიპის შეჯიბრში 2007 წელსგურიაპრეზიდენტის თას დაეუფლა. გუნდის შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა.

ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ წარმატებულად იასპარეზებენ და ღირსეულად დაიცავენ „გურიის“ ღირსებას.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია