20 | 04 | 2018

შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ინიციატივით და ბიუროს ორგანიზებით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სამოქმედო გეგმა განიხილეს. შეხვედრას ლანჩხუთიდან ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების 2018 წლის სტრატეგიის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მიაწოდა. მან აღინიშნა, რომ სახელმწიფო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში კვლავაც ჩაერთვება და ამავე დროს მნიშნელოვანია მოსახლეობის ჩართულობაც. ასევე, მნიშვნელოვანია სამეცნიერო წრეების ჩართულობა და პოტენციალის სრულად გამოყენება. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 9 ადამიანი, ადამიანები სხედან

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა