19 | 11 | 2018

მიღება მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს მოქალაქეთა მიღების დღე ჰქონდა. მერთან მიღებაზე მისულმა მოქალაქეებმა მას თავიანთი პრობლემები გააცნეს. ძირითადი მოთხოვნა დასაქმება და ერთჯერადი სოციალური დამხარების მიღება იყო. ალექსანდრე სარიშვილმა გულდასმით მოუსმინა თითოეულ მათგანს და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებაც აღუთქვა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ სოციალური სამსახურის უფროსი თამარ ფირცხალაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და ურბანიზაციის უფროსი ლევან ჩხაიძე და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი ბუხუტი ბარამიძე. შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის პარასკევი მერთან მოქალაქეთა მიღების დღეა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, ადამიანები სხედან, მაგიდა და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია