- დეტალები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 23 თებერვალი 2018 15:24
გუშინ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი, გურიის მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ჩოჩხათის თემის მოსახლეობას შეხვდნენ. ნინო წილოსანმა მოსახლეობას გააცნო მავნებელთან ბრძოლის მეთოდები და ის ღონისძიებები, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები რეკომენდაციის სახით გასცემენ. „-თითოეული ჩვენთაგანი აქტიურად უნდა ჩაერთოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, რადგან ეს სერიოზული საფრთხეა. აუცილებელია თითოეული მოქალაქის ჩართვა და იმ მეთოდების გამოყენება, რასაც სპეციალისტები გვთავაზობენ“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
