20 | 06 | 2018

საკრებულომ შემდეგ საკითხებზე მიიღო გადაწყვეტილებები

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. საკრებულომ იმსჯელა და გადაწყვეტილებები მიიღო შემდეგ საკითხებზე: საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის შესახებ". საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ . სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“. საკრებულომ დაამტკიცა 2018 წლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო სულ 1264761 ლარი. მათ შორის: სახელმწიფო ფონდი შეადგენს 1201522 ლარს, თანადაფინანსება - 63239 ლარს. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შსს- პროექტის- "უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყნისფარგლებში, ხორციელდება ზოგადი ხედვის კამერების (10 ერთეული) და კვების ბლოკების (შესაბამისი აღჭურვილობით და თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა, რისთვისაც საჭიროა 11530 ლარი. დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ზრდით. დამტკიცდა დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ . საკრებულომ განკარგულებით დაამტკიცა მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობაში ცვლილელბა. დამტკიცდა განკარგულება, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ“. საკრებულომ განკარგულებით დაამტკიცა , ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების ( სოფელ ჩიბათში მდებარე 2792.00 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 471,10 კვ. შენობა-ნაგებობა) განკარგვაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულომ ასევე მხარი დაუჭირა საკითხს, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების, ()იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისათვისპირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“. რაც შეეხება დღის წესრიგით განსაზღვრულ დანარჩენ საკითხს საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულომ სხვადასხვა აქტუალური საკითხებზე იმსჯელა. დეპუტატების შეკითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ერთი ან მეტი ადამიანი, ადამიანები სხედან, მაგიდა და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია