20 | 04 | 2018

რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია საკრებულოში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ -გურიის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, სამომავლო გეგმების და იმ სავარაუდო სარგებელის გაცნობა, რომლის მიღება რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პრეზენტაციას დაესწრნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ზის, საცხოვრებელი ოთახი და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა