16 | 10 | 2018

სამუშაო შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მიმდინარე საკითხების შესახებ იმსჯელეს.

როგორც ბესიკ ტაბიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც ციცინო ჩხაიძე უხელმძღვანელებს.

(საბჭოს შემადგენლობაში გახლავთ ასევე ბესიკ ტაბიძე, ვლადიმერ ნანაძე, ლელა ჩახვაძე, ზაზა წულაძე, ელისო ჭიჭინაძე, გიორგი ჩახვაძე და ვერიკო კვირკველია).

შეხვედრაზე ასევე მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადგილობრივი ტრანსპორტის რეგულირების საკითხზე და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იმსჯელეს.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია