19 | 11 | 2018

მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს შეხვდა. ადგილობრივები შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს საკრებულოს სოციალური და ინფრასტრუქტურის კომისიების თავმჯოდმარეებთან, ბიუროს წევრებთან და მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელთან ერთად შეხვდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, ყველა მოქალაქე დახმარებას დროულად მიიღებს, იქნება ეს ჯანმრთელობასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებული, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პრობლემა. საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგი ყოველი კვირის სამშაბათს 12:00 საათიდან განისაზღვრა.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 5 ადამიანი, ადამიანები სხედან და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია