დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლანჩხუთში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 27 თებერვალი 2018 17:52

დღეს ლანჩხუთში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი და მოადგილე თომა დეკანოიძე იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონადირეებს შეხვდნენ.
ლანჩხუთელი მონადირეები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისა და ტრადიციული საქმიანობის ( საშეშე მერქნის მოპოვება,თევზაობა, ძოვება და ა.შ.) ნებართვას ითხოვდნენ.
როგორც სტუმრებმა გამოსვლისას აღნიშნეს, კოლხეთის ეროვნული პარკი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა იმ უნიკალური რესურსის შენარჩუნება, რაც ამჟამად გაგვაჩნია.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, აუცილებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად იმუშავებს აქტუალური და პრობლემური საკითხების მოგვარებაზე.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 6 ადამიანი, შიდა ხედი