20 | 04 | 2018

შეხვედრა ბიბლიოთეკაში

დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოქალაქეთა შეხვედრა შედგა თემაზე: როგორ დავძლიოთ აგრესია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის განყოფილების ხელმძღვანელები, ქეთევან ებრალიძე და პაატა ურუშაძე; ამავე განყოფილებების თანამშრომლები; მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ასევე გაერთიანებული კულტურის ცენტრის ხელმღვანელი და თანამშრომლები; რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმღვანელი და თანამშრომლები, საჯარო სკოლების და სასულიერო გიმნაზიის დირექტორები და პედაგოგები, ლანჩხუთის მოძღვრები: დეკანოზი მირიანი (ფირცხალაიშვილი), დეკანოზი საბა (ჟღენტი) და მღვდელი გიორგი ტუღუში და სხვ.
შეკრებილებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში აგრესიის თაობაზე და მათი დაძლევის გზებზე. ითქვა, რომ აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდაში.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ზის და შიდა ხედი

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა