19 | 11 | 2018

ალექსანდრე სარიშვილმა სამი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი წარადგინა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი წარუდგინა. "თქვენ იცით, რომ აქამდე ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაცია მიმდინარეობდა. რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე ა(ა)იპ-ი გაერთიანდა, რამაც საკადრო ცვლილებებიც გამოიწვია. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყოფილ დირექტორებს გაწეული სამსახურისთვის. ამ ეტაპზე სამი არასამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარმოგიდგენთ, თუმცა ძალიან მალე გაგაცნობთ დანარჩენი ა(ა)იპ-ების უფროსებსაც, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ალექსანდრე სარიშვილმა. ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად ცვლილებები განიცადა სპორტული სახეობების ა(ა)იპ-ებმა. გოგონათა საფეხბურთო და ბავშვთა საფეხბურთო კლუბები სპორტულ ცენტრში გაერთიანდა, რომელსაც დღემდე ჭიდაობის სექციის ხელმძღვანელი გოჩა ლომაძე ჩაუდგა სათავეში. რეორგანიზაცია განიცადა კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ. მას გამოეყო და ცალკე ა(ა)იპ-ებად ჩამოყალიბდნენ სახელოვნებო სკოლები. ახალ კულტურის, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო ცენტრს კი ეგნატე ნინოშვილის სახალხო თეატრის ხელმძღვანელი, დავით წერეთელი უხელმძღვანელებს. ტექსერვისისა და კეთილმოწყობის ა(ა)იპ-ების გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული, კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის დირექტორად აქამდე სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წულაძე დაინიშნა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ახალდანიშნულ ხელმძღვანელებს წარმატებები უსურვეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია