26 | 09 | 2018

დედის დღე მიულოცეს

დედის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველა იმ დედას, რომელსაც შვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაეღუპა, საბანკო ანგარიშზე 200-200 ლარი გადაურიცხა. რამდენიმე მათგანს დღევანდელი დღესასწაული ბატონმა ალექსანდრემ პირადად მიულოცა.
"თქვენ მართლაც ვალმოხდილი დედები ხართ. გმირების დედები. თქვენ წინაშე ვალშია საქართველო. დიდხანს უნდა იყოთ, როგორც გაუტეხელობისა და სიმტკიცის მაგალითი" - ასე მიმართა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ზაალ მდინარაძის დედას ალექსანდრე სარიშვილმა.
მერმა ასევე დღევანდელი დღესასწაული პირადად მიულოცა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონებს და დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უსურვა.
შეგახსენებთ, რომ სამი მარტი დედის დღედ საქართველოში 1991 წლის შემდეგ აღინიშნება.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 2 ადამიანი, მომღიმარი, ხალხი დგას

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია