20 | 04 | 2018

დავით წულაძე და გოჩა ლომაძე თანამშრომლებს წარუდგინეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ა (ა)იპ კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძე თანამშრომლებს წარუდგინეს.
„-მინდა მადლობა გადავუხადო სამსახურების უფროსებს, ირაკლი ჩხაიძესა და თენგიზ ჭიჭილეიშვილს. წარმატებები მინდა ვუსურვო დავით წულაძეს, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევს თავს მუნიციპალიტეტისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან სფეროს, ეს ეხება დასუფთავებას, განათებას, წყლით მომარაგებას და ა.შ.“ 
დღესვე მერმა სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ლომაძე წარადგინა. 
„-ჯანსაღი ცხოვრების წესი -ეს ის თემაა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოზარდები დაინტერესდნენ და აქტიურად დაკავდნენ სპორტით. საკმაო მიღწევები გვაქვს სხვადასხვა სახეობებში და ვფიქრობთ, ამ კუთხით მუშაობა კიდევ უფრო გაგრძელდება“-ითქვა შეხვედრაზე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა