მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 05 მარტი 2018 14:08

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და პროექტები განიხილეს, მათ შორის, ქალაქის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. სამსახურების უფროსებს დაევალათ აქტიურად ჩაერთონ და მოაგვარონ ყველა ის პრობლემა, რითაც მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავს.