დიმიტრი შაშკინმა ხაჯალიის სკოლა მოინახულა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 12 ივნისი 2012 19:32

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხაჯალიის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და პედაგოგებსა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

განათლების მინისტრის თქმით, შენობა ერთ-ერთ  საუკეთესო პროექტია. ახალ სასწავლო წელს ხაჯალიელი ბავშვები თანამედროვე ტიპის,  საუკეთესო სკოლაში შეხვდებიან.

სკოლის დირექტორის ხათუნა აფხაზავას თქმით, პირველ რიგში მოსწავლეები, მშობლები,  პედაგოგები და რა თქმა უნდა, მთელი სოფელი გახარებულია, რომ მომავალი თაობა ლამაზ და კომფორტუილ გარემოში ისწავლიან.

სამუშაოებს აწარმოებს შპს „ენ-ერ-ჯი“ . როგორც ზაზა როხვაძემ შპს-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მშენებლობა დროულად დასრულდება.