- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 06 მარტი 2018 14:27
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ძირითადი განსახილველი თემა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული საკითხები გახლდათ.
,,ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი პრობლემა აზიური ფაროსანაა ჩვენი მოსახლეობისთვის. აუცილებელია, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და ყველა ერთობლივად ჩავერთოთ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დროულად განხორციელებაში“, აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
შეხვედრაზე ასევე მიმდინარე საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.
