28 | 05 | 2018

ნინოშვილში მცხოვრებ ქალბატონს ეტლი გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ქალბატონს, შშმ პირისთვის განკუთვნილი სტანდარტული ეტლი გადასცა. 99 წლის შურა კუპატაძეს ფეხის ტრავმის გამო 5 წელია დამოუკიდებლად მოძრაობა უჭირს და მხოლოდ ეტლის საშუალებით გადაადგილდება. მან ადგილობრივ ხელისუფლებას გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა. ,,საშუალება მოგვეცა, რომ დღეს ეტლი საჩუქრად ქალბატონ შურასთვის გადაგვეცა. ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარება და მათი ხელშეწყობა ძალზედ მნიშვნელოვანია “, განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა