16 | 12 | 2018

მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად მიმდინარე საკითხები განიხილა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერიის ყველა სამსახურის ხელმძღანელი ესწრებოდა. მათ განიხილეს ის ძირითადი საკითხები და პრობლემები, რაც დროულად მოგვარებას საჭიროებს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ქალაქის იერსახის მოწესრიგებაზე. ალექსანდრე სარიშვილმა შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად იმსჯელა ქალაქის ცენტრალური ნაწილის მოწესრიგებასა და იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქალაქში არსებობს. ამავე დროს შეხვედრაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია