საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 14 მარტი 2018 12:05

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ადგილობრივები სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. ,,შეხვედრის მიზანი სწორედ ის არის, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემა მოვისმინოთ და მყისიერად აღმოვუჩინოთ დახმარება. იქნება ეს ჯანმრთელობასთან და მედიკამენტებთან დაკავშირებული თუ ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება“, აღნიშნავს ბესიკ ტაბიძე. საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგი ყოველი კვირის სამშაბათს 12:00 საათიდან განისაზღვრა.