16 | 10 | 2018

ონკოლოგიის ცენტრი უფასო გამოკვლევებს იწყებს

დღეს ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის პროგრამების კოორდინატორი თეა ჩინჩალაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს შეხვდა. სტუმარმა იმ სიახლის შესახებ ისაუბრა, რასაც ონკოლოგიული ცენტრი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორცილებს. კერძოდ, წლის განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან ის ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის კიბოს სკრინინგს ქუთაისში უფასოდ ჩაიტარებენ (ტრანსპორტირებაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება). ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში მათ უბნის ექიმები დაეხმარებათ. გამოკვლევების ჩატარება 25 მარტიდან დაიწყება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია