15 | 10 | 2018

მერის წარმომადგენლები დაინიშნა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ჟურნალისტებსა და მოწვეულ პირებს ოფიციალურად წარუდგინა. შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლების შესარჩევი კონკურსის ორივე ეტაპი 16-დან 12 კანდიდატმა წარმატებით გაიარა. ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში კი კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. ეს ერთეულებია: სუფსა, ლესა, ჩოჩხათი და ნინოშვილი. რაც შეეხება უკვე დანიშნულ 12 წარმომადგენელს, ესენი გახლავთ: ღრმაღელე - გოჩა დოლიძე; ჯურუყვეთი - ვასილ ბურძგლა; ნიგვზიანი - ირაკლი გუჯაბიძე; ჩიბათი - ალეკო კუკულაძე; მაჩხვარეთი - გოჩა ცინცაძე; ქალაქი ლანჩხუთი - ლაშა დუდუჩავა; შუხუთი - გიორგი იმნაიშვილი; ნიგოითი - გიგა დოლიძე; აცანა - იზა მათითაიშვილი; მამათი - გელა პატეიშვილი; აკეთი - მანუჩარ ღლონტი; გვიმბალაური - დურმიშხან ხოფერია. "თქვენ ხართ თქვენი სოფლის, თქვენი ადმინისტრაციული ერთეულის სახე. მე მთლიანად გენდობით თქვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნდობას გაამართლებთ. ყველაფერი უნდა იცოდეთ თქვენი სოფლის, თქვენი თანასოფლელების შესახებ. უნდა იყოთ ხალხთან და ხალხში. ეს არის თქვენი უპირველესი მოვალეობა და არა კაბინეტებში ყოფნა. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ერთიან და გუნდურ მუშაობას და მჯერა, რომ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად შეასრულებთ" - განუცხადა წარმომადგენლებს ალექსანდრე სარიშვილმა. თითოეულ წარმომადგენელს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, მაგული კუნჭულიას მიერ გადაეცა შესაბამისი ბეჭდები, რომლებიც მათ აქამდე არ ჰქონდათ. დღეიდან 12 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები მუშაობას შეუდგნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია