17 | 11 | 2018

ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი და ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად აფხაზავას შეხვდნენ, შეხვედრას ესწრებოდნენ ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატები, რწმუნებულები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ზურაბ ბეჟანიშვილის ინფორმაციით, დასავლეთ საქარველოში მავნებლის კერების ლიკვიდაციის მიზნით გამოიყენება სპეციალური ტექნიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები მაღალი ხეების შესასხურებლად. მაღალი წარმარდობის აგრეგატები უზრუნველყოფენ ფართობები დამუშავებას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით.

გიორგი გოგუაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად 60 000 ლარი გამოყო. ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი ,,სოლო’’ ტიპის აპარატებით 870 ჰა ფართობი დამუშავდება,

ზურაბ ბეჟანიშვილის განცხადებით, ზურგსაკიდი აპარატებს მუშაობის მაღალი ეფექტი აქვს. ამის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება აგრეგატებისა და თერმული ნისლის გამოყენებით. თუმცა ეს დანადგარები უნდა გამოიყენენონ დიდ სოფლებში, სადაც მავნებლის მაღალი გავრცელების არეალია და მანქანაც თავისუფლად გადაადგილდება.

საზოგადოებას დააინტერესა, ვნებს თუ არა ქიმიური  პრეპარატები ფუტკარს? რაზედაც ზურაბ ლიპარტიამ უპასუხა, რომ ფუტკარზე მოქმედებს სოლო აპარატებით შეწამვლა, ხოლო აგრეგატებით დამუშავება არ ვნებს.

მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენების დროს სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევენ დაიცვან უსაფრთხოების ზომები და მოერიდონ წამლობის ადგილებს.

გამგებელმა დაავალა რწმუნებულებს, რომ შეწამვლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე  დროულად გააფრთხილონ მოსახლეობა მოსალოდნელი სამუშაოების ჩატარების შესახებ.

ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები 13 ივნისიდან დაიწყება.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია