25 | 06 | 2018

ალექსანდრე სარიშვილი „რეალექსპერტის“ ხელმძღვანელს შეხვდა

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი სამუშაო ჯგუფთან ერთად შპს „რეალექსპერტის“ ხელმძღანელს მაია ნიკოლეიშვილს შეხვდა.
აღნიშნული ორგანიზაცია გასული წლის მეორე ნახევრიდან სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს. შეხვედრის მიზანი გაწეული მომსახურების ანალიზი და მიმდინარე პროექტების განხილვა იყო. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაისახა სამომავლო გეგმები. ასევე განიხილეს ორი პროექტი (ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზა და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა), რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ექსპერტიზას შპს „რეალექსპერტი“ ახორციელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ექსპერტიზების ჩატარება მნიშვნელოვნად ზრდის პროექტის ხარისხს, შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ხარისხიც გაუმჯობესდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია