25 | 06 | 2018

საკრებულოს ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე , რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელეს. მორიგი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხები შევიდა: საკრებულო განიხილავს საკითხს, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ . საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას მუდმივმოქმედი კომისიების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. მორიგ სხდომაზე განიხილავენ საკითხს, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკრებულო ასევე იმსჯელებს „სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლისათვის გია ტრაპაიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ . საკრებულო განიხილავს განკარგულების პროექტს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ . ბიუროს გადაწყვეტილებით, მორიგი სხდომაზე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ უყრიან კენჭს. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ბიურომ ცნობად მიიღო მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ ბიურომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითზე იმსჯელა. მათ შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია პასუხობდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 30 მარტს 11.00 საათზე გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია