20 | 04 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრულ ორი საკითხის შესახებ იმსჯელეს. საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . საკრებულომ დაამტკიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N5 დადგენილებაში ცვლილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ . შეგახსენებთ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია, საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ- გვერდზე მიმდინარეობდა. სხდომის ჩანაწერი იხილეთ აღნიშნულ მისამართზე: https://www.facebook.com/456058094556273/videos/893739320788146/ 8


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა