ლაშა ღლონტის სოლო კონცერტი ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია პარასკევი, 16 მარტი 2018 11:02

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ყველასთვის საყვარელი მომღერლის, ლაშა ღლონტის სოლო კონცერტი ჩატარდა. ლაშას თაყვანისმცემლებს დარბაზი ვერ იტევდა. მომღერალმა "აღიარა", რომ შუხუთში გაატარა ბავშვობა და ლანჩხუთი მისთვის ძალიან ახლობელი და მშობლიური კუთხეა. ასევე "გამოგვიტყდა", რომ არსად ისე არ ეშინია სიმღერის, როგორც აქ, გურიაში. დარბაზი სულგანაბული უსმენდა თანამედროვე ქართული ესტრადის ერთ-ერთ გამორჩეულ მომღერალს. კონცერტის დასასრულს ლაშა ღლონტმა მადლობა გადაუხადა როგორც მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც კონცერტის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.