16 | 12 | 2018

გურიის საფეხბურთო აკადემია ლანჩხუთში გაიხსნება

ფეხბურთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმებით, ლანჩხუთში, მანქანათმშენებლობის კოლეჯის ყოფილ ტერიტორიაზე, გურიის საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ერთ თვეში ხელოვნურსაფრიანი მინდორი და ტრიბუნები მოეწყობა. ამავე დროს შენობის მეორე-მესამე სართულის რეაბილიტაცია მოხდება. აკადემიაში ორი ჯგუფი იფუნქციონირებს. საცხოვრებელი კორპუსი 50 ბავშვზე და მომსახურე პერსონალზეა გათვლილი. პროექტი ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია