16 | 08 | 2018

ინვესტიცია ახალი სამუშაო ადგილების წინაპირობაა

კომპანია UAB „SOLIARIJA“ დირექტორი ვლადანა-იონას კატევიჩიუსი და ა (ა) იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების და ტურიზმის განვითარების ხელმძღვანელი გელა ზოიძე მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ. UAB „SOLIARIJA“ 2014 წლიდან არის ლიტვაში არანარკოტიკული კანაფის მწარმოებელი, რომელიც გამოიყენება კვების მრეწველობაში და მშენებლობაში, მესაქონლეობაში და ა.შ. როგორც კატევიჩიუსმა აღნიშნა, ის ინვესტიციის განხორციელებას სწორედ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გეგმავს. ის მზადაა შესაბამისი ტექნიკის მობილიზების შემთხვევაში შემოიტანოს თესლი და დაიწყოს მცენარის მოყვანა. -„მზად ვართ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, გვერდით დგომისთვის. განხორციელებული ინვესტიცია ჩვენი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილებია და რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“_განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა. კანაფის ჯიში Grade cannabis Futura-75, რომელსაც გამოიყენებს კომპანია UAB „SOLIARIJA“ ლიტვაში სერთიფიცირებულია და ფართოდ გამოიენება ბევრ ევროპულ ქვეყანაში. კანაფისაგან მზადდება სხვადასხვა სახის მზა პროდუქცია: ცივი დაწნეხვის მცენარეული ზეთი, რომელიც არის A და B ვიტამინების და ომეგა 3 და 6 ცხიმოვანი მჟავების წყარო, გამოიყენება მსხვილი რქოსანი ცხოველების კვებაში, პროტეინური კვებისათვის და ა.შ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია