25 | 06 | 2018

ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოქალაქეებს შეხვდა. ადგილობრივები შეხვედრაზე სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ. ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს საკრებულოს სოციალური და ინფრასტრუქტურის კომისიების თავმჯდომარეებთან, ბიუროს წევრებთან და მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, მოქალაქეებს დახმარება მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში გაეწევათ, ეს იქნება ჯანმრთელობასთან და მედიკამენტთან დაკავშირებული თუ ქირავნობის პროგრამა. საკრებულოში მოქალაქეებთან შეხვედრების განრიგი ყოველი კვირის სამშაბათს 12:00 საათიდან განისაზღვრა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია