26 | 09 | 2018

საკრებულომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც ბესიკ ტაბიძე თავმჯდომარეობდა, მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებას საკრებულომ მხარი დაუჭირა. კერძოდ, მერიის ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წელს რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი ა(ა)იპ-ის შერწყმის შედეგად, (ა(ა)იპ ლანჩხუთი „ტექ-სერვისისა“ და ა(ა)იპ „ლანჩხუთი- სერვისის“) შეიქმნა ა(ა)იპ “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“. აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში 2018 წლის დარჩენილი პერიოდისათვის აღნიშნული ცენტრის დაფინანსება განისაზღვრა 901449 ლარით. ხოლო ასევე რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „სპორტული ცენტრის„ დაფინასება კი- 494872 ლარით.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია