- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 20 მარტი 2018 17:45
დღეს დაიწყო სასკოლო ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტულ სახეობაში, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მერიის სპორტის განყოფილების ეგიდით ტარდება. დღეს ოლიმპიადას სასულიერო გიმნაზიამ უმასპინძლა. შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. გოგონებს შორის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 11 საჯარო და საბაზო სკოლა და ერთი - სასულიერო გიმნაზია. ვაჟებს შორის - 16 საჯარო და საბაზო და ერთიც გიმნაზია. დაძაბული პაექრობის შედეგად ადგილები ასე გადანაწილდა: გოგონებს შორის პირველ ადგილზე გავიდა აცანის საჯარო სკოლა; მეორე ადგილზე - პირველი საჯარო სკოლა, ხოლო ჩოჩხათის სკოლა მესამე ადგილს დასჯერდა. ვაჟებს შორის პირველადგილოსანი გახდა აცანის სკოლა; ჩოჩხათი ამჯერზე მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილოსანი გახდა ჭანჭათის სკოლა.
