20 | 06 | 2018

ჯიხეთის დედათა მონასტერში დღეს ზეთისცხების საიდუმლო აღესრულა

ზეთისკურთხევის საიდუმლოს აღსრულებით ადამიანს ეკლესიის ლოცვით ენიჭება მადლი, რომელიც განმწმედელია და სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან მაკურნებელი; ის აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი ადამიანი აღსარებებში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს თავის ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ადამიანს ავიწყდება კიდეც მის მიერ ჩადენილი ცოდვები და ამით ცოდვის ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულება. საინტერესოა, რომ ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისათვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია