20 | 06 | 2018

ლანჩხუთში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

დღეს მთელ მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აქციის, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა, ორგანიზატორი ა(ა)იპ "პროგრესის ვექტორი" იყო, რომელსაც დახმარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებებმა გაუწიეს. ლანჩხუთში დაუნის სინდრომის მქონე რვა ბავშვია, რომლებსაც იქვე, ქალაქის სკვერში საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ საჩუქრები გადასცა. მათ სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. დღეს ალამაზებდნენ რესტორან "ნიკალას" მსახიობებიც. დაუნის სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ყოველ 800 ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. იგი არც მემკვიდრულია და არც გადამდები. ეს არის ერთით მეტი, ანუ 47 ქრომოსომა. სოტყვა "დაუნის სინდრომი" ექიმ კონ ლანდომ დაუნის სახელს უკავშირდება, რომელაც 1866 წელს პირველად აღწერა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია