20 | 04 | 2018

კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ემზარ თევდორაძე თავმჯდომარეობდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი ძირითადი საკითხი განიხილეს. სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“. კომისიის წევრების შენიშვნებთან დაკავშირებით, განმარტებები საკითხის მომხსენეებლმა, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ გააკეთა. კომისიამ მხარი დაუჭირა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის N1 დადგენილებაში - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანას, რომელიც ძირითადად რედაქციული ხასიათის გახლდათ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა