შეხვედრა მერთან

გამოქვეყნებულია პარასკევი, 23 მარტი 2018 10:16

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი შოთა მიროტაძე და მოადგილე გიორგი გოგუაძე შეხვდნენ. სტუმრებმა უწყების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრთან მისასვლელი გზა რეაბილიტაციას საჭიროებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა.