19 | 11 | 2018

კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმართან ერთად განიხილა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, საკრებულო ცვლილებების გათვალისწინებით მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს. სხომაზე მუდმივმოქმედი კომისიების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა „სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლისათვის გია ტრაპაიძის სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ . სხვადასხვა საკითხების ფორმატში კომისიამ ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ წერილი განიხილა. ,, მოთარეშე პირუტყვის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანების შემთხვევები ხშირია. მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გამოიყოს ტერიტორია, სადაც მოეწყობა ე.წ ,,ჩიხი“ მოთარეშე პირუტყვის დროებით იზოლაციისთვის. ამასთან, მესაკუთრეს დაეკისროს ჯარიმის გადახდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე“, ნათქვამია წერილში. კომისიის განცხადებით, საყურადღებო საკითხია. რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ არსებულ დადგენილებას, მერიასთან შეთანხმებით, ცვლილებებია განსახორციელებელი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია