ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 23 მარტი 2018 15:41

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა.

სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“,რომელსაც საკრებულოს მორიგ სხდომაზე ცვლილებების გათვალისწინებით დაამტკიცებენ.

სხვადასხვა საკითხების ფორმატში კომისიამ ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ და ,,გოგონათა ექსპერიმენტალური სარგბო-საფეხბურთო სკოლის“ წერილები განიხილა.