16 | 10 | 2018

ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩახვაძემ მიმდინარე საკითხები კომისიის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა. დარგობრივ კომისიაში განიხილეს განკარგულების პროექტი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ . კერძოდ, ქ. ლანჩხუთში, ჟორდანიას ქ. N126-ში არსებული შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე მდებარე ორი ერთეული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. შემდგომში აღნიშნული ქონების შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კაპიტალში შეტანის მიზნით. აღნიშნულ განკარგულებას დასამტკიცებლად საკრებულო მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს. კომისიამ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ იმსჯელა. მერიის მიერ მომზადებულ პროქტში იმ ობიექტთა ჩამონათვალია, რომელთა რეალიზებაც გამოიწვევს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. კერძოდ, ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 57 ობიექტი და მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საპრივატიზაციო ავტომობილების ნუსხაში 8 ავტომობილია წარმოდგენილი.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია