25 | 06 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა კალათბურთში

სასკოლო ოლიმპიადა ამჯერად კალათბურთში ჩატარდა, გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრებას სასულიერო გიმნაზიამ უმასპინძლა. ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა მონაწილეობდა. დაძაბული თამაშების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა: გოგონებს შორის პირველი ადგილი სასულიერო გიმნაზიამ აიღო; პირველი საჯარო სკოლა მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილზე მესამე საჯარო სკოლა გავიდა. ვაჟებს შორის კი ასეთი სურათია: ღრმაღელის საჯარო სკოლა - პირველი ადგილი; ნიგვზიანის საჯარო სკოლა - მეორე ადგილი, ხოლო სუფსის საჯარო სკოლა - მესამე ადგილი. შემდეგი შეჯიბრი უკვე ფრენბურთში გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია