დამსახურებულ პედაგოგს იუბილე მიულოცეს

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 26 მარტი 2018 11:56

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად 91 წლის იუბილე მიულოცა დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ მედიკო კეკელიძეს.
"ჩვენ ვალში ვართ თქვენ წინაშე. ვამაყობთ თქვენით. დიდხანს გამყოფოთ უფალმა, რომ თაობებმა გაგიცნოთ" - ასე მიმართა იუბილარს ალექსანდრე სარიშვილმა.