16 | 12 | 2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება სახელმწიფომ აქტიურად დაიწყო. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა არის მობილიზებული, საველე ღონისძიებები მონიტორინგის შესაბამისად ჩატარდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერის მოადგილე, გოგი ფაცურია, საკრებულოს წევრებთან და სოფლებში მერის წარმომადგენლების თანაშემწეებთან ერთად გაეცნენ. ადგილზე დაათვალიერეს მობილიზებული სპეცტექნიკა, რომლებიც რეგიონებში გადანაწილდება. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შტაბის ორგანიზატორის, ლაშა შალამბერიძეს განმარტებით, დამუშავდება როგორც სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიები, ასევე სპეციალური ტექნიკით; თერმონისლით საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიები. აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა და მობილიზება, მექანიკური განადგურების პროცესში, რადგან მხოლოდ მუნიციპლიტეტები და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამხელა დიდი მასის განადგურებას. ერთი თვის განმავლობაში მოხდება მოქალაქეების ინფორმირება მექანიკური განადგურების საშუალებეის შესახებ, დარიგდება ბუკლეტები. აპრილის ბოლო რიცხვებში მონიტორინგის შედეგების მიხედვით უშალოდ დაიწყება მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ასე შევძლებთ მოსავლის დაცვას, თუმცა მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა. “ მონიტორინგის სისტემები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის განთავსებული. აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგები-ფერომონების განთავსება დაწყებულია დასავლეთ საქართველოში. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები მავნებლის გავრცელების შესახებ. მავნებელთან ბრძოლისას სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული და თანმიმდევრული, რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია