თათბირი ახალდანიშნულ წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 26 მარტი 2018 15:07

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის ახალდანიშნულ წარმომადგენლებთან პირველი თათბირი ჰქონდა.
თათბირს ასევე მერიის სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
თათბირზე წარმომადგენლებმა მერს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები მოახსენეს. აცნობეს, თუ სად რისი გაკეთებაა აუცილებელი.
მერი გულდასმით გაეცნო თითოეული მათგანის მოხსენებას.
ასევე წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით.
თათბირის დასასრულს მერმა წარმომადგენლებს მოსთხოვა, რომ იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებიანები და პასუხისმგებლობით მოეკიდნონ დაკისრებულ მოვალეობას:
"თქვენ ხართ ჩემი თვალი და ყური თქვენს სოფლებში. არ გამოგრჩეთ რაიმე და ყველა პრობლენის შესახებ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ, რომ დროულად მოხდეს რეაგირება. იქონიეთ მჭიდრო კონტაქტები მერიის სამსახურებთან," - მიმართა ალექსანდრე სარიშვილმა თავის წარმომადგენლებს.