25 | 06 | 2018

მეწყერმა ძლიერ დააზიანა წყალწმინდის სოფლის სასაფლაო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგი გვარჯალაძე ღრმაღელეში მოსახლეობას შეხვდნენ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოლო დროს მეწყერმა ძლიერ დააზიანა წყალწმინდის სოფლის სასაფლაო. სტიქიამ საფლავებს შორის ბზარი წარმოშვა, რაც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, პროექტი მზადაა და გამარჯვებულის გამოვლენისთანავე დაიწყება სამშებლო სამუშაოები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია